
ახალი ამბები
საქართველო და რუსეთი საზღვრის დელიმიტაციას განიხილავენ
25-26 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიების მორიგი სხდომა, იტყობინება საგარეო საქმეთა სამინისტრო.
სახელმწიფო კომისიის საქართველოს მხარეს ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი გიორგი მანჯგალაძე, რუსეთის მხარეს – საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ალექსანდრე იაკოვენკო.