ახალი ამბები

ივანოვი: რუსეთი საქართველოსთან საზღვრის დაცვის სისტემის შექმნას აპირებს

რუსეთის მთავრობის ვიცე–პრემიერის, თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის განცხადებით, რუსეთი კავკასიაში ჩსმოაყალიბებს ორ სამთო ბრიგადას საქართველოსთან საზღვრის დაცვის მიზნით.


“რუსეთმა უნდა მოახდინოს სინქრონიზაცია საქართველოს ტერიტორიიდან 2008 წლამდე საკუთარი ბაზების გაყვანისა და რუსეთის ტერიტორიაზე ორი თანამედროვე სამთო ბრიგადის შექმნის პროცესებს შორის“, – იუწყება 25 აპრილს “ინტერფაქსი“ სერგეი ივანოვის სიტყვებზე დაყრდნობით.


ივანოვმა, რომელიც ამჟამად პეკინში იმყოფება, ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ სამთო ბრიგადები დაიცავენ რუსეთ–საქართველოს საზღვრის მთელ პერიმეტრს.

Back to top button