ახალი ამბები

რუსეთი მიესალმება მინერალური წყლების მწარმოებელ ქართულ კომპანიასთან თანამშრომლობას

რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშენკომ 24 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტო და საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია, რომელიც “ბორჯომს“ აწარმოებს, აქტიურად თანამშრომლობენ რუსულ ბაზარზე ფალსიფიცირებული “ბორჯომის“ გამოსავლენად.


“განსხვავებით ღვინისა, ვითარება აქ იმდენად უიმედო არ არის [“ბორჯომთან“ დაკავშირებით]“, – იტყობინება “ინტერფაქსი“ ონიშენკოს სიტყვებზე დაყრდნობით.


“შემიძლია განვაცხადო, რომ “ბორჯომი“ სერიოზული ფირმაა, რომელიც საკმაოდ კარგად მუშაობს ფალსიფიკაციის გამოსავლენად“, – დასძინა მან მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

ონიშენკოს თქმით, ცოტა ხნის წინ რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტომ დიდი რაოდენობით “ბორჯომი“ ამოიღო ქსელიდან, რომელსაც არ გააჩნდა საჭირო დოკუმენტები და ამასთანავე დაბალი ხარისხის იყო.


საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიის ცნობით, მინერალური წყლის “ბორჯომის“ 80% საზღვარგარეთ გადის ექსპორტზე, აქედან ნახევარზე მეტი რუსეთში, ხოლო 40% მსოფლიოს სხვა 27 ქვეყანაში.


რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტომ ქართული ღვინის იმპორტი 27 მარტს მასში პესტიციდების შემცველობის მოტივით აკრძალა. ონიშენკოს თქმით, საქართველომ უნდა გაამკაცროს კონტროლი თავის ღვინის ქარხნებზე.
   


 

Back to top button