
ახალი ამბები
მობილურ საკომუნიკაციო სიხშირეზე ლიცენზია 20 მილიონ ლარად გაიყიდა
მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის 2000 მგჰც სიხშირულ ზოლში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია შპს “არგოტექსმა” მოიპოვა, რომელიც ამ ლიცენზიისთვის 20 მილიონ ლარს გადაიხდის, იტყობინება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
აუქციონში, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 25 აპრილს გამართა, შპს “არგოტექსთან” ერთად შპს “ჯეოსელიც” მონაწილეობდა.
“არგოტექსი” უცნობი კომპანიაა, რომელიც “ჯეოსელისა” და “
მაგთისაგან” განსხვავებით, ქართულ ბაზარზე არასოდეს მოქმედებდა.
რესურსით სარგებლობის საფასაურის საწყისი ოდენობა 8, 4 მილიონ ლარს შეადგენდა.