skip to content
ახალი ამბები

კოკოითმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე ეუთო გააკრიტიკა

დღეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა. კარასინი ცხინვალში მას შემდეგ გაემგზავრა, რაც თბილისში 17 აპრილს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა.


ედუარდ კოკოითმა გრიგორი კარასინთან შეხვედრის დროს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ეუთოს მისიის მოქმედება გააკრიტიკა, ხოლო კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოების ქმედებას მაღალი შეფასება მისცა.

“ჩვენ იძულებული ვართ განვაცხადოთ, რომ ეუთოს მოქმედება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უტოლდება საქართველოს სპეცსამსახურის ქმედებას. ჩვენ დავაყენებთ მემორანდუმის გადახედვის საკითხს, რომელიც ხემოწერილი იქნა სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] ხელისუფლებას და ეუთოს შორის. ამ მემორანდუმს დიდი ხანია ვადა გაუვიდა…ინფორმაცია, რომელიც ეუთოს ცენტრალურ ოფისში იგზავნება, სინამდვილეს არ შეესაბამება“, – იუწყება დღეს სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით.

მსგავსი/Related

Back to top button