
ახალი ამბები
ეუთოს მისია ქართველი მესაზღვრეების წრთვნას განაგრძობს
დღეს, საქართველოში ეუთო-ს მისია მესაზღვრეთა წვრთნის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა და ეუთოს მისიის მფრინავებისათვის ტრეინინგებს იწყებს.
საზღვის დაცვის დეპარტამენტის ცნობით, თეორიული და პრაქტიკული სწავლებების თემაა: “სამძებრო და სამაშველო ოპერაციები”.
სწავლებებს ქართველ მესაზღვრეებს საქართველოში ეუთო-ს მისიის ტრეინინგ-ოფიცრები ჩაუტარებენ.
მესაზღვრეთა წვრთნის ხელშეწყობის პროგრამას ეუთო უკვე ერთი წელია რაც ახორციელებს საქართველოში.