
ახალი ამბები
იუსტიციის სამინისტრო: ორი პატიმარი გარდაიცვალა
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, 15–16 აპრილს მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ორი პატიმარი გარდაიცვალა.
იუსტიციის სამინისტრო ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოთხი პატიმრის გარდაცვალებას იუწყება.