
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მოგვარებას
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს თავიანთ მცდელობებში მიაღწიონ რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებას, რათა უზრუნველყონ ლტოლვილთა და დევნილთა ნებაყოფლობითი დაბრუნება, იტყობინებოდა ევროპის საბჭოს პრეს-სამსახური 13 აპრილს.
თავის საგაზაფხულო სესიაზე 13 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ლტოლვილთა და დევნილთა შესახებ რეზოლუციის პროექტი განიხილა.
ევროპელი პარლამენტარები მიესალმნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის, და შედარებით ნაკლებად, საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დაიწყონ ლტოლვილთა და დევნილთა ადგილობრივი ინტეგრაცია, თუმცა ამავე დროს ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ჯერ კიდევ არსებობს სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარების საჭიროება, რაც საერთაშორისო თანადგომას მოითხოვს.