skip to content
ახალი ამბები

ქართული დელეგაცია ღვინის შესახებ მოსკოვში მოლაპარაკებებს გამართავს

13 აპრილს საქართველოს დელეგაცია სოფლის მეურნეობის მინისტრის მიხეილ სვიმონიშვილის ხელმძღვანელობით მოსკოვში გაემგზავრა, სადაც რუსეთში ქართული ღვინის იმპორტის პრობლემებზე შეხვედრები გაიმართება რუსეთის შესაბამის უწყებებში, მათ შორის რუსეთის სანიტარული სამსახურის ხელმძღვანელობასთან.


სწორედ ამ სამსახურის უფროსის გენადი ონიშნეკოს რეკომენდაციით შეწყდა 27 მარტიდან საქართველოდან და მოლდოვადან ღვინის იმპორტი რუსეთში. ამ გადაწყვეტილების მოტივად ღვინის ხარისხის სტრანდარტებთან შეუსაბამობა დასახელდა.


“დეტალური საუბარი იქნება ყველა იმ პრეტენზიებზე, რომელიც რუსულ მხარეს გააჩნია. ასევე ჩვენგან იქნება დასმული კონკრეტული შეკითხვები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რაღაც კონსენსუსს მივაღწევთ“, – განაცხადა მოსკოვში გამგზავრებამდე მიხეილ სვიმონიშვილმა.   


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის მინისტრების მოადგილეები, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, დეპუტატები, ღვინის მწარმოებლები და ექსპერტები .

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button