ახალი ამბები

ამერიკის სავაჭრო პალატა: სასამართლო სისტემა ზეწოლას განიცდის

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭომ 10 აპრილს სენატორ ჯიმ კოლბის ხელმძღვანელობით აშშ-ს კონგრესის დელეგაციას უმასპინძლა და საქართველოში საინვესტიციო კლიმატი განიხილა.


შეხვედრის დროს დირექტორთა საბჭომ აღნიშნა “საქართველოს მთავრობის წარმატებული რეფორმები საგადასახადო, საბაჟო, დერეგულაციის, ვაჭრობის ლიბერალიზაციის, კრედიტების ხელმისაწვდომობის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სფეროებში, ასევე კორუფციისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის” საქმეში.


თუმცა შეხვედრის დროს ის სფეროებიც განიხილეს, რომლებიც ჯერ კიდევ საჭიროებენ ყურადღებას, როგორც ამერიკის, ისე საქართველოს მხრიდან, კერძოდ, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ნაკლებობა და ბიზნების შერჩევითი დაშინება.


“საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ დღემდე მთავრობის მიერ მიღწეული დიდი წარმატებები უსარგებლო იქნება, თუ სასამართლო სისტემა არ იქნება თავისუფალი გარე ზეწოლისგან“, – ნათქვამია სავაჭრო პალატის განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button