ახალი ამბები

თბილისში შესაძლოა ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდოს

უახლოეს პერიოდში, თბილისში შესაძლოა ელექტროენეგიის საფასური კვტსთ–ზე 11.59 თეთრიდან 15 თეთრამდე გაიზარდოს.  თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ტარიფის გაზრდის თაობაზე ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია (სემეკი) მიიღებს.


თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ვალერი ფანცულაიას ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით კომპანიას ტარიფის გაზრდის თაობაზე სემეკი–სთვის განაცხადით არ მიუმართავს. 


„როცა შესაბამის დოკუმენტს მოვამზადებთ, საზოგადოებასაც ვაცნობებთ, ჯერ-ჯერობით კი ცნობილი არც დრო და არც [ტარიფის ზრდის] ოდენობა არ არის“, – განუცხადა 10 აპრილს „სივილ ჯორჯიას“ ვალერი ფანცულაიამ.


მისი ინფორმაციით, ტარიფის ზრდის საჭიროება განაპირობა რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულების და ასევე რუსული გაზის (1000 კუბამეტრი) საფასურის 63 აშშ- დოლარიდან 110 აშშ დოლარამდე გაზრდამ.

Back to top button