ახალი ამბები

რუსეთი ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით მტიკიცე პოზიციას ინარჩუნებს

რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშენკომ განაცხადა, რომ ქართული და მოლდავური ღვინის “ტოტალური აკრძალვის“ მიზეზი არის ის ფაქტი, რომ მათი ხარისხი არ შეესაბამება მწარმოებელთა მიერ მითითებულ ხარისხს, იტყობინება “რია ნოვოსტი“ 10 აპრილს.


“ის სპირტისშემცველი ხსნარი, რომელიც ჩამოსხმულია როგორც ღვინო, არ შეესაბამება გაცხადებულ ხარისხს“, – განაცხადა რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა “რია ნოვოსტი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.


მან განაცხადა, რომ ეს ნიშნავს რუს “მომხმარებელთა მოტყუებას“, თან იქვე დასძინა, რომ საქართველო და მოლდოვა ყველაზე არასახარბიელო სეგმენტია ამ კუთხით.


მისი თქმით, ეს აკრძალვა სერიოზული სიგნალი უნდა გახდეს რუსი მეღვინებისთვისაც. 

Back to top button