ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი ჩინეთს სტუმრობს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ჩინეთის პრეზიდენტის ჰუ ძინ ტაოს მიწვევით ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა.


საქართველოს დელეგაციაში მთავრობის წევრების გარდა შედიან ბიზნესწრეების წარმომადგენლები, მათ შორის ღვინის მწარმოებლებიც.


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვალერი ჩეჩელაშვილმა ჩინეთში გამგზავრებამდე განაცხადა, რომ საქართველოს ჩინეთში სერიოზული ეკონომიკური ინტერესები აქვს. იგეგმება ასევე ქართული ღვინის ჩინეთში ექსპორტის საკითხის განხილვა.

Back to top button