
ახალი ამბები
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ რექტორად 7 აპრილს პროფესორი გიორგი ხუბუა დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე რუსუდან ლორთქიფანიძე შეცვალა.
არაოფიციალური ინფორმაციით, რუსუდან ლორთქიფანიძე მას შემდეგ გადადგა, რაც განათლების მინისტრს კახა ლომაიას დაუპირისპირდა იმის გამო, რომ განათლების სამინისტრო უნივერსიტეტის თანამშრომლების 2000-დან 600-მდე შემცირებას გეგმავდა.
„განათლების სისტემის, ასევე სასწავლო კურსის მოდერნიზება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“, – განაცხადა განათლების მინისტრმა კახა ლომაიამ 7 აპრილს ახალი რექტორის უნივესტიტეტის თანამშრომლებისთვის წარდგენისას.