
ახალი ამბები
ადამიანის უფლებათა ჯგუფი აზერბაიჯანელი აქტივისტის ექსტრადიციის წინააღმდეგია
საქართველოს ადამიანის უფლებათა ინფორმაციის და დოკუმენტაციის ცენტრი (HRIDC) მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას თავი შეიკავოს აზერ რამიზოღლუს აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის ექსტრადიციისგან.
აზერ რამიზოღლუ, რომელიც ბაქოში კავკასიის სინდისის და რელიგიის დაცვის ცენტრს ხელმძღვანელობს, თბილისში აზერბაიჯანის ხელისუფლების მოთხოვნით 31 მარტს დააკავეს. მას ბრალად ედება აზერბაიჯანში 2003 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართულ არეულობებში მონაწილება.
HRIDC–ი აცხადებს, რომ აზერბაიჯანში აზერ რამიზოღლუს სდევნიან მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, ამიტომ მისი ექსტრადიცია დაუშვებელია.