skip to content
ახალი ამბები

საზოგადოებრივი ორგანიზაციები დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და კონსტიტუციის 42–ე მუხლის წარმომადგენლებმა დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვეს, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესა და 27 მარტს თბილისის მე–5 საპყრობილეში პატიმართა გარდაცვალების ფაქტებს გამოიძიებს.


“ჩვენ ვითხოვთ კონკრეტული საგამოძიებო ჯგუფის შექმნას ამ კონკრეტული საქმეების გამოსაძიებლად“, – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე კონსტიტუციის 42–ე მუხლის წარმომადგენელმა ლია მუხაშავრიამ.


მსგავსი კომისიის შექმნისაკენ და დამოუკიდებელი გამოძიებისკენ 31 მარტს ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ დე გუხტმა მოუწოდა, რომელმაც  შეშფოთება გამოხატა თბილისის მე-5 საპყრობილეში 27 მარტს მომხდარი “ძალადობრივი ინციდენტის“ გამო.

27 მარტს ციხეში, ოფიციალური ინფორმაციით, 7 პატიმარი იქნა მოკლული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button