ახალი ამბები

საქართველოს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა სურს

საქართველო იმ 17 სახელმწიფოს შორისაა, რომელთაც თავიანთი კანდიდატურები გაეროს ადამიანის უფლებათა 47-წევრიანი საბჭოს არჩევნებისთვის წარადგინეს, იტყობინებოდა გაეროს პრეს-ცენტრი 3 აპრილს.


არჩევნები გენერალურ ასამბლეაში 9 მაისს არის დაგეგმილი. საბჭოს წევრობა ასევე სურთ ალჟირს, ბანგლადეშს, პაკისტანს, ჩეხეთის რესპუბლიკას, უნგრეთს, ლატვიას, არგენტინას, ბრაზილიას, მექსიკას, პერუს, ნიკარაგუას, გერმანიას, საბერძნეთს, პორტუგალიას და შვეიცარიას. საბჭო გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიას შეცვლის.

Back to top button