ახალი ამბები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა სამხრეთ კავკასიაში დევნილთა საკითხებს განიხილავს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 13 აპრილს დაგეგმილ საგაზაფხულო სხდომაზე სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ დადგენილების პროექტს განიხილავს.


“სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა კვლავ აბრკოლებს ამ ქვეყნების განვითარებას ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური და ჯანმრთელობის თვალსაზრისით… თუმცა, საჭიროა სასწრაფო ჰუმანიტარული მოთხოვნების შევსება საერთაშორისო დახმარებით, რათა უზრუნველყოფილ იქნას სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომავალი“, – ნათქვამია დადგენილების პროექტში.    


დოკუმენტი ასევე აღნიშნავს გარკვეულ პოზიტიურ ნიშნებს, რომ “სამივე ქვეყანა წინ მიიწევს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ადგილობრივი ინტეგრაცის კუთხით, რაც საშუალებას მისცემს ამ ხალხს დაიბრუნონ ღირსება და მოემზადონ მომავლისთვის“.


დადგენილების პროექტი ასევე მიესალმება საქართველოს მთავრობის “მცდელობას მოაგვაროს შიდა კონფლიქტები და მხარდაჭერას უცხადებს ამ პროცესს“. 

Back to top button