
ახალი ამბები
რუსეთის სათათბირო სააკაშვილის პოლიტიკაზე დადგენილებას განიხილავს
რუსეთის სათათბიროს სპიკერის ბორის გრიზლოვის განცხადებით, სათათბიროს საბჭო 6 აპრილის სხდომაზე განილავს დადგენილების პროექტს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკის შესახებ, რომელიც ჟირინოვსკის ფრაქციის წევრმა ალექსეი მიტროფანოვმა მოამზადა, იუწყება 5 აპრილს “რია ნოვოსტი“.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, დადგენილების პროექტის ინიციატორმა სათათბიროს სხდომის დღის წესრიგში საკითხის დღესვე გათვალისწინება მოითხოვა, თუმცა გრიზლოვმა პროცედურების დაცვის მოტივით, ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა.
საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკის შესახებ დადგენილების პროექტის შინაარსი ჯერ–ჯერობით უცნობია.