
ახალი ამბები
ხაჯიმბა: აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში არასოდეს დაბრუნდება
თვითგამოცხადებული აფხაზეთის ვიცე–პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში არასოდეს დაბრუნდება და “მიხეილ სააკაშვილი, ბოლოს და ბოლოს, უნდა შეეგუოს ამას“, – იუწყება “აფსნიპრესი“ 4 აპრილს.
ეს განცხადება ხაჯიმბამ საქართველოს პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ გააკეთა. კერძოდ, სააკაშვილმა გაზეთ “ვრემია ნოვოსტეი“–სთან ინტერვიუში 4 აპრილს განაცახადა, რომ საქართველოს არცერთი ხელისუფლება არ შეეგუება ტერიტორიების დაკარგვას.
“აფხაზეთის ახალგაზრდობას არ სურს იცხოვროს საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში. აფხაზეთის ხალხი თავის არჩევანში ჩამოყალიბდა – ის აშენებს დამოუკიდებელ სახელმწიფოს“, – განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.