
ახალი ამბები
სოხუმი ანტიტერორისტულ ცენტრს ქმნის
თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში ანტიტერორისტული ცენტრი იქმნება, იტყობინება 4 აპრილს “აფსნიპრესი“ დე ფაქტო შს მინისტრის ოთარ ხეციას ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ხეციას განცხადებით, ცენტრში მიმდინარეობს 20–დან 27 წლამდე ახალგაზრდების მიღება საკონტრაქტო საფუძველზე.
თუმცა “აფსნიპრესის“ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი ანტიტერორისტული ცენტრის მიზნებისა და დანიშნულების შესახებ.