
ბეჟუაშვილმა და ტარასიუკმა უკრაინაში ქართული ღვინის ბაზრის გაფართოებაზე ისაუბრეს
4 აპრილს კიევში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ბორის ტარასიუკის შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის, მათ შორის უკრაინაში ქართული ღვინის ბაზრის გაფართოების საკითხები.
ღვინის მწარმოებელ ქართულ კომპანიებს გასაღების ბაზრებთან დაკავშირებით პრობლემები მას შემდეგ შეექმნათ, რაც რუსეთმა ქართული ღვინის იმპორტი 27 მარტიდან აკრძალა.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ევროინტეგრაციის, ნატოსთან დაახლოების, ენერგო უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებში.
მინისტრებმა ასევე განიხილეს და დასახეს სუამისა და დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობის ჩარჩოებში თანამშრომლობის პესპექტივები.
ხელის მოეწერა ასევე შეთანხმებას საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის დიპლომატიური კადრების მომზადების საქმეში თანამშრომლობის თაობაზე.