ახალი ამბები

პრეზიდენტი ნატოზე, რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრობს

მიხეილ სააკაშვილი “ვრემია ნოვოსტეი“–ში 4 აპრილს გამოქვეყნებულ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოსთვის რუსეთი “მეგობარი და სტრატეგიული მოკავშირეა” და საქართველო ნატოში ვინმეს საწინააღმდეგოდ არ ისწრაფვის.


“ჩვენ გვეუბნებიან, ამოირჩიეთ: ან ნატო, ან ჩვენ [რუსეთი]. ჩვენ ვამბობთ: ჩვენ თქვენთანაც ვიქნებით და ამავდროულად ევროპასთანაც. ჩვენც და თქვენც ევროპული ქვეყნები ვართ, ჩვენც და თქვენც იქით ვისწრაფვით, მოდით ეს ერთად გავაკეთოთ“, – აცხადებს სააკაშვილი.


“მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ მოსკოვმა იგრძნოს: საქართველო რუსეთისთვის არც მტერია და არც მოწინააღმდეგე, არამედ მეგობარი და სტრატეგიული მოკავშირეა“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი. 


მიხეილ სააკაშვილი “ოპტიმისტურად“ არის განწყობილი და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ნატოს წევრი მისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში, 2009 წლამდე გახდება.


“ჩვენ ნატოში ვინმეს საწინააღმდეგოდ არ ვისწრაფვით. ეს შეესაბამება ჩვენს ფასეულობებს. საქართველო გაცილებით მშვიდად იგრძნობს თავს, დემოკრატია იქნება უფრო დაცული… ვფიქრობ, რომ მოკლე ვადაში გადაწყდება [ნატოში] გაწევრიანების საკითხი. ჩემი პრეზიდენტობის ვადაში“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

Back to top button