ახალი ამბები

ხაჭაპურიძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

დღეს გორის სასამართლომ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენელს ვაჟა ხაჭაპურიძეს კონტრაბანდის ბრალდებით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.


ვაჟა ხაჭაპურიძე სამართალდამავებმა 1 აპრილს ცხინვალის რეგიონში კონტრაბანდული ტვირთის გადმოტანის ბრალდებით დააკავეს.


სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტმა 3 აპრილს უარყო ხაჭაპურიძის კავშირი დანაშაულებრივ ქმედებებთან და ამ დაკავების მიზეზად სამშვიდობო პროცესისადმი მისი მხარდაჭერა დაასახელა, რაც “საქართველოში იმ ძალებს არ შეიძლებოდა მოწონებოდათ, რომლებიც დაინტერესებულები არიან ძალისმიერი ქმედებების განვითარებაში“.

Back to top button