ახალი ამბები

გელა ბეჟუაშვილი უკრაინას ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი 3 აპრილს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით უკრაინში მიემგზავრება, სადაც შეხვედრებს გამართავს უკრაინის პრემიერ-მინისტრთან იური ეხანუროვთან და თავის უკრაინელ კოლეგასთან ბორის ტარასიუკთან.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელები ხელს მოაწერენ შეთანხმებას დიპლომატიური კადრების მომზადების შესახებ.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 5 აპრილს მონაწილეობას მიიღებს უკრაინაში საქართველოს წლის დახურვის საზეიმო ცერემონიალში.


ამ ღონისძიებას პრეზიდენტი სააკაშვილიც უნდა დასწრებოდა, თუმცა მისი ვიზიტი უკრაინაში გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიდო.

Back to top button