
ახალი ამბები
პარლამენტმა გელაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა
დღეს პარლამენტმა 124 ხმით უფლებამოსილება შეუწყვიტა ოპოზიციური ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტის” წევრს, ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატს ვალერი გელაშვილს პარლამენტარისათვის შეუთავსებელი სამეწარმეო საქმიანობის მოტივით.
ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა, რომლებსაც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, განაცხადეს რომ ვალერი გელაშვილის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება “ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური რეპრესიის” ნაწილია.
პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ ვალერი გელაშვილმა, რომელიც ამჟამად ვილნიუსში იმყოფება, განუცხადა ტელეკომპანია “იმედს” რომ საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდება.