ახალი ამბები

თბილისი და ცხინვალი რესტიტუციის კანონპროექტს იხილავს

ვლადიკავკაზში დღეს ქართული და სამხრეთ ოსური მხარეების მონაწილეობით ბრიტანეთის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის ინიციატივით დაიწყო საქართველოს ხელისუფლების მიერ მომზადებული ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციის შესახებ კანონპროექტის განხილვა .


იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი “ყოფილი სახრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და რეაბილიტაციის შესახებ” 19 მარტს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა. 


იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტი ითვალისწინებს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და რეაბილიტაციის საკითხთა კომისიის პარიტეტულ საწყისებზე შექმნას, რომელიც ქართული და ოსური მხარეების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. შემდგომ კი ერთობლივად დაიწყება ზარალის რაოდენობის დადგენა, რასაც კომპენსაციების გაცემის პროცესი მოჰყვება.

Back to top button