ახალი ამბები

პარლამენტის ვიცე–სპიკერმა მოსკოვში ვიზიტის შედეგებზე ისაუბრა

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა 19-21 მარტს მოსკოვში ვიზიტის შედეგები შეაჯამა. ვიცე–სპიკერის განცხადებით, გადაწყვეტილია პარლამენტთაშორისი ერობლივი ჯგუფის შექმნა, რომელიც განიხილავს ორ ქვეყანას შორის არსებულ პრობლემატურ საკითხებს.


მისი თქმით, მზადდება ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი, რომელიც სამ ძირითად პუნქტს მოიცავს: კონფლიქტების თემას, ეკონომიკურ ურთიერთობებს და კულტურულ სფეროს.


მაჭავარიანის განცხადებით, მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებზე საქართველოს ნატოში მისწრაფებაზეც ისაუბრეს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსი დეპუტატები არ ეთანხმებიან საქართველოს ევროატლანტიკურ ორიენტაციას, აცხადებენ, რომ “საქართველო არის სუვერენული ქვეყანა“ და თავისუფალია არჩევანში. 


მაჭავარიანის განცხადებით, აპრილში დაგეგმილია რუსეთის სათათბიროს დეპუტატთა საპასუხო ვიზიტი თბილისში. 

Back to top button