ახალი ამბები

პარლამენტმა გელაშვილს შესაძლოა დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტოს

დღეს პარლამენტი ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის ვალერი გელაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს.


პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 29 მარტს გამართულ სხდომაზე მხარი დაუჭირა ვალერი გელაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას იმ მოტივით, რომ დეპუტატი საკუთარი ბიზნესის მართვაში დაადანაშაულეს, რას კანონით აკრძალულია.
 
კომიტეტის გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდნენ ოპოზიციური   ფრაქციების წარმომადგენლები. ისინი კომიტეტის გადაწყვეტილებას ნაადრევს უწოდებენ და აცხადებენ, რომ დეპუტატისთვის უფლებამოსილების გაუქმების შესახებ დასკვნის იურიდიული საფუძველი არ არსებობს.
 
ვალერი გელაშვილის ბიზნეს–ინტერესების შესწავლა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს 20 მარტს პარლამენტის ბიურომ “ნაციონალური მოძრაობის“ თხოვნით მას შემდეგ დაავალა, რაც  თბილისის მერმა გიგი უგულავამ თბილისის ერთ–ერთ სკოლაში გაჩენილი ხანძარი იმ სამშენებლო კომპანიის ინტერესებს დაუკავშირა, რომლის დამფუძნებელი დეპუტატი გელაშვილია. 

Back to top button