ახალი ამბები

გილაური სახელმწიფო ენერგოკომპანიების გაერთიანებას უჭერს მხარს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა 22 მარტს განაცხადა, რომ სამი სახელმწიფო ენერგოკომპანიის გაერთიანება მიზნად ისახავს სექტორის უკეთესად კოორდინაციას და მართვას. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას არაფერი აქვს საერთო ოპოზიციის განცხადებებთან, რომ ხელისუფლება ქვეყნის მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვას გეგმავს.


მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის და “საქნავთობის“  გაერთიანების პროცესი უკვე დაწყებულია.


გილაურმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია შეინახოს ეს სამი სტრუქტურა, რომელთაც ანალოგიური ფუნქციები აქვთ. “ჩვენ არ გვაქვს ამდენი გაზი ან ნავთობი“, – დასძინა მან. 

Back to top button