
ოპოზიცია მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადება
ოპოზიციური პარტიების – ლეიბორისტების, კონსერვატორების, თავისუფლების, ახალი მემარჯვენეების, რესპუბლიკელების საკოორდინაციო საბჭო 30 მარტს პარლამენტის შენობის წინ “მასშტაბური“ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს და მოსახლეობას მიტინგზე მისვლისკენ მოუწოდებს.
“ამ აქციაზე მეანაბრეები, პენსიონერები, მიწისძვრით დაზარალებულები, საბინაო კოოპერატივების მშენებლობის ხალხი, მცირე მეწარმეები ერთიანი ძალით უნდა გამოვიდნენ და აჩვენონ ხელისუფლებას ერთობის ძალა, ასევე ცალკე თემაა იმ მკვლელების ბრიგადები, რომელიც არსებობს დღეს ხელისუფლებაში“, – განაცხადა დღეს კონსერვატორების ლიდერმა კობა დავითაშვილმა.
დღევანდელ შეკრებაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ასევე მოითხოვეს ხელისუფლებაში მყოფი პირების ბიზნეს-ინტერესების, მათ შორის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ბეგაშვილის ბიზნეს-საქმიანობის შესწავლა.