ახალი ამბები

კოკოითი რუსეთთან გაერთიანების შესახებ საუბრობს

დღეს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურთან თეიმურაზ მამსუროვთან ვლადიკავკაზში გამართული შეხვედრის შემდეგ ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შესაძლო მიერთების შესახებ კომენტარი გააკეთა.


“ოსეთის გაერთიანების პრობლემა ეს, პირველ რიგში, ოსების პრობლემაა, რომლებიც ცხოვრობენ როგორც ჩრდილოეთში, ისე სამხრეთში… ჩვენ უახლოეს მომავალში ვაპირებთ შევიტანოთ განცხადება რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლოში, რადგანაც არსებობს დოკუმენტი ერთიანი ოსეთის რუსეთის იმპერიაში 1774 წელს გაერთიანების შესახებ და არ არის დოკუმენტი ოსეთის სამხრეთ ნაწილის გამოსვლაზე არც რუსეთის იმპერიის, არც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობიდან“, –  განაცხადა ედუარდ კოკოითმა 22 მარტს და აქვე დასძინა, “რატომ უნდა დავსვათ საკითხი რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ, როცა იქიდან არც კი გამოვსულვართ?“.


სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, ვლადიკავკაზში მეორე დღეა რაც თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობათა ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ესწრებიან ასევე ედუარდ კოკოითი და თეიმურაზ მამსუროვი.


მამსუროვის განცხადებით, ვლადიკავკაზი თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთა ცხოვრების დონის ამაღლებაზე იზრუნებს.

Back to top button