
ახალი ამბები
ბელარუსში სამი ქართველი დააკავეს
ბელარუსის უშიშროების სამსახურმა 20 მარტს მინსკში საქართველოს სამი მოქალაქე – დეკანოზი ბასილ კობახიძე, საქართველოში ბაპტისტური ეკლესიის წინამძღოლი მალხაზ სონღულაშვილი და ლადო გოგიაშვილი დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულების ბელარუსიდან დეპორტაცია უახლოეს დღეებში განხორციელდება.
სამი ქართველი 20 მარტს, მინსკში ბელარუსის ოპოზიციის მიერ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას ესწრებოდა. 19 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა დიდი უმრავლესობით ლუკაშენკო მესამე ვადით ბელარუსის პრეზიდენტად აირჩიეს, რასაც ადგილობრივი ოპოზიცია პროტესტით შეხვდა.