
ახალი ამბები
საქართველოს დელეგაცია აშშ-ში გაემგზავრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მამუკა კუდავა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი მანჯგალაძე, ასევე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა რურუა 20 მარტს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვიზიტისას ქართული მხარე შეხვედრებს გამართავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, პენტაგონში, ეროვნული უშიშროების საბჭოში და თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობასა და ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებზე იმსჯელებს.