
ახალი ამბები
ევროკავშირის ახალი წარმომადგენელი საქართველოს სტუმრობს
სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ევროკავშირის ახალი წარმომადგენელი პიტერ სემნები, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება, 20 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს შეხვდება.
შეხვედრის მთავარი თემა, სავარაუდოდ, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხები იქნება.
შვედმა დიპლომატმა პიტერ სემნებიმ, რომელიც ამ თანამდებობაზე თებერვალში დაინიშნა, ფინელი ჰეიკი ტალვიტიე შეცვალა.