
ახალი ამბები
ქართველ დეპუტატთა დელეგაცია მოსკოვს სტუმრობს
19 მარტს მოსკოვში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა საქართველოს პარლამენტის ოთხკაციანი დელეგაცია, პარლამენტის ვიცე–სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის ხელმძღვანელობით.
ქართველი დეპუტატები ძირითად შეხვედრებს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში გამართავენ. დაგეგმილია მათი შეხვედრები დსთ–ს საკითხთა, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებში.
ქართველი პარლამენტარები ასევე შესაძლოა შეხვდნენ სათათბიროს სპიკერს ბორის გრიზლოვს. შეხვედრები გაიმართება ასევე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროში.
აღნიშნული ვიზიტი რამოდენიმე კვირის წინ იგეგმებოდა, თუმცა რუსული მხარის მოთხოვნით გადაიდო.