ახალი ამბები

შევარდნაძის განცხადებით, ჟვანია მოკლეს

Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ მას ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის არ სჯერა.  


“ის მოკლეს“, – განუცხადა შევარდნაძემ Washington Post-ს, თუმცა იქვე დასძინა, რომ არ იცის ვინ გააკეთა ეს.


ზურაბ ჟვანია 3 თებერვალს იპოვეს გარდაცვლილი. საქართველოს ხელისუფლებამ მაშინვე გამოაცხადა, რომ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზი არასწორად დამონტაჟებული გამათბობლიდან გაჟონილი მხუთავი აირი გახდა. ოფიციალურად, საქმის გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.


შევარდნაძე ინტერვიუში იხსენებს, რომ ჟვანია დროდადრო ურეკავდა მას რჩევებისთვის.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button