
ახალი ამბები
ქუთაისში აფეთქების შედეგად განათლების სამინისტროს წარმომადგენელი დაშავდა
განათლების სამინისტროს რეგიონალური განყოფილების უფროსი ლადო პატარიძე 16 მარტს ქუთაისში მის ოფისში მოხდარი აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა.
განათლების მინისტრმა კახა ლომაიამ 17 მარტს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ აფეთქება განათლების სამინისტროს და განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების წინააღმდეგ იყო მიმართული.