ახალი ამბები

თბილისი ბელარუსის უშიშროების ბრალდებებს ‘ცილისწამებას’ უწოდებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მიერ საქართველოს მიმართ გამოთქმულ “აბსურდულ ბრალდებებს” კატეგორიულად უარყოფს.


16 მარტს ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა სტეპან სუხარენკომ განაცხდა, რომ ბელარუსში 19 მარტს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ტერაქტებისთვის მზადება საქართველოში ხორციელდებოდა.


“ეს არის ბელარუსის ხელისუფლების მცდელობა ქვეყანაში მიმდინარე არადემოკრატიული პროცესებისა და გაუმჭირვალე წინასაარჩევნო კამპანიის დაფარვის მიზნით ყურადღება გადაიტანოს სხვა გარემოებებზე“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს 16 მარტის განცხადებაში.


 

Back to top button