ახალი ამბები

ბეჟუაშვილი იაპონიის, ისრაელის ელჩებს შეხვდა

16 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი საქართველოში იაპონიის და ისრაელის  საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს ტადაჰირი აბეს და შაბთაი ცურს შეხვდა.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, იაპონიის ელჩთან საუბარი შეეხო ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას 2006 წელს იაპონიაში საელჩოს გახსნის თაობაზე.


ისრაელის ელჩთან გელა ბეჟუაშვილმა ახლო მომავალში ისრაელისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის აუცილებლობის საკითხი განიხილა. 

Back to top button