
ახალი ამბები
იაპონიამ საქართველოს გრანტი გამოუყო
დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ალექსი ალექსიშვილმა და საქართველოში იაპონიის ელჩმა ტალაჰირო აბემ ხელი მოაწერეს დოკუმენტთა პაკეტს, რომლითაც იაპონიის მთავრობა საქართველოს გრანტის სახით 6,7 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული თანხა მოხმარდება საქართველოში სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესს და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას.
ხელშეკრულებით გათვალისწინებულია იაპონურ–ქართული ფონდის შექმნა, რომელიც გააკონტროლებს აღნიშნული თანხის განკარგვას.