
ახალი ამბები
კოკოითი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერი ედუარდ კოკოითი საქართველოში აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთის ელჩებს და საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელს ცხინვალში 16 მარტს შეხვდა, იუწყება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.
დე ფაქტო პრეზიდენტმა ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ცხინვალი კვლავ რჩება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების მომხრე.
“ძალის გამოყენება – მიუღებელი გზაა კონფლიქტის გადაწყვეტაში… ჩვენ მზად ვართ ღია დიალოგისთვის“, – განაცხადა კოკოითმა.