ახალი ამბები

სომხური არასამთავრობოები ჯავახეთში სომხური ენის სტატუსის აწევას მოითხოვენ

ახალქალაქში მოქმედი სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების “ვირქისა“ და “ჯავახქის“ წარმომადგენლებმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო ენად სომხურის დაკანონება მოითხოვეს.


მათ პარლამენტის ოთხ, ეროვნებით სომეხ დეპუტატს პარლამენტის წინაშე აღნიშნული შუამდგომლობის დაყენება სთხოვეს.


“მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მივმართოთ ოთხ დეპუტატს, რათა მათ დააყენონ ეს საკითხი განსახილველად. თუ ისინი უარს იტყვიან, მაშინ ჩვენ ვიმოქმედებთ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას“, – განაცხადეს დღევანდელ პრესკონფერენციაზე “ვირქისა“ და “ჯავახქის“ წარმომადგენლებმა.


11 მარტს ახალქალაქში გამართულ აქციაზე საქართველოს სომეხმა მოსახლეობამ ერთ-ერთ მოთხოვნად სასამართლო პროცესების სომხურ ენაზე წარმართვა დააყენა. მოგვიანებით საპროტეტსო აქციის მონაწილეებმა სასამართლოს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის ფილიალზე იერიში მიიტანეს.

Back to top button