ახალი ამბები

გენშტაბის უფროსი იტალიას სტუმრობს

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ლევან ნიკოლეიშვილი ოფიციალური ორდღიანი ვიზიტით იტალიაში იმყოფება.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილია ნიკოლეიშვილის იტალიის თავდაცვის შტაბის უფროსთან ადმირალ დი პაოლასთან შეხვედრა. ვიზიტის ძირითადი მიზანი ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაა.

Back to top button