
ბელარუსის უშიშროება ქართველებს ტერაქტებისთვის მზადებაში ადანაშაულებს
დღეს ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა სტეპან სუხარენკომ განაცხდა, რომ 19 მარტს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ტერაქტებისთვის მზადება საქართველოში ხორციელდებოდა, იუწყება “რია ნოვოსტი“.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე სუხარენკომ წარმოადგინა ვიდეოჩანაწერი, სადაც ერთ-ერთი დაკავებული აცხადებს, რომ “მომზადება ქართული “კმარას“ ბანაკში გაიარა, სადაც მასწავლებლები ოთხი არაბი და ყოფილი საბჭოთა არმიის ოფიცრები იყვნენ, გამოცდების ჩასაბარებლად კი ჩამოსული იყო საქართველოს უშიშროების სამინისტროს პოლკოვნიკი. ბანაკს სტუმრობდნენ ასევე ამერიკელი ინსტრუქტორები“, – იუწყება “რია ნოვოსტი“ დაკავებული პიროვნების ჩვენებაზე დაყრდნობით, რომლის ვინაობაც არ სახელდება.
“ჩვენ ამერიკელი ინსტრუქტორები გვეუბნებოდნენ, რომ სკოლებში ოთხი აფეთქების ორგანიზება მოგვეხდინა. მათ [ტერაქტების] ადგილი და დრო დამატებით უნდა ეცნობებინათ“, – აცხადებს დაკავებული.
პრესკონფერენციაზე ასევე დემონსტრიებული იყო ვიდეოჩანაწერი, სადაც საქართველოს მოქალაქეები აღიარებენ, რომ ბელორუსიაში უნდა ჩაეტანათ ფული და ყველა საჭირო ნივთი 19 მარტს არეულობის ორგანიზებისათვის.
“ჩვენ შეიძლება ვიცით მხოლოდ ნაწილი იმისა, რაც მზადდებოდა“, – დასძინა სუხარენკომ პრეს-კონფერენციაზე.