
ახალი ამბები
არასამთავრობო ორგანიზაციები შსს-ს წინააღმდეგ სიგნალის მიცემისკენ მოუწოდებენ
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია მოუწოდებს ავტომანქანების მფლობელ ყველა მოქალაქეს პროტესტი გამოხატოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ და 16 მარტს 18:00 საათზე მისცეს “სიცოცხლის სიგნალი“.
17 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მერაბიშვილის გადადგომის მოთხოვნით.