ახალი ამბები

ვენეციის კომისია რესტიტუციის შესახებ კანონპროექტს განიხილავს

ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია 17-18 მარტის პლენარულ სხდომაზე განიხილავს საქართველოს კანონპროექტს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მსხვერპლთათვის ქონების რესტიტუციის თაობაზე.


განხილვებში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი გია ქავთარაძე.


“[ვენეციის] კომისია წარმოადგენს თავის მოსაზრებას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მსხვერპლთათვის ქონების რესტიტუციის თაობაზე. ეფუძნება რა ექსპერტთა კომენტარებს და საქართველოს ხელისუფლებასთან, სამხრეთ ოსეთის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხედულებათა გაცვლას, ეს მოსაზრება ასევე ემყარება მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოში შემდგარ  ვიზიტს“,- ნათქვამია ევროპის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში. 

Back to top button