
ახალი ამბები
ცხინვალის რეგიონში რუსი და ოსი სამშვიდობოები წვრთნებს მართავენ
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, 15 მარტს ცხინვალის რეგიონში შერეული სამშვიდობო ძალების რუსული და ოსური ბატალიონები სასროლო–სასწავლო მომზადებას გადიან.
რუსული ბატალიონი წვრთნებს ზარის პოლიგონზე, ხოლო ოსური ბატალიონი ზნაურის რაიონში მართავს. წვრთნების დროს გამოყენებული იქნება ცეცხლსასროლი იარაღი და BMP-ს ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანები.