ახალი ამბები

შსკ–ს სხდომა სავარაუდოდ ვლადიკავკაზში შედგება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩის ვალერი კენიაიკინის განცხადებით, შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომა უახლოეს დღეებში ვლადიკავკაზში გაიმართება.


“ქართულ–ოსური კონფლიქტის დარეგულირების მიზნით შექმნილი შსკ–ს სხდომა გაიმართება ამ კვირის ბოლოს ან შემდეგი კვირის დასაწყისში ვლადიკავკაზში. ადგილი შეთანხმებულია ყველა მხარესთან. არც ქართული მხარეა მგონი წინააღმდეგი ჩამოვიდეს ჩრდილოეთ ოსეთში. დარჩენილია ტექნიკური საკითხი – ჩამოვყალიბდეთ თარიღზე“,  –  იუწყება “რია ნოვოსტი“ 14 მარტს კენიაიკინის სიტყვებზე დაყრდნობით.


კენიაიკინის განცხადებით, შსკ–ს სხდომაზე იგეგმება კონფლიქტის დარეგულირების მიზნით ერთობლივი პროგრამის შემუშავების, ნდობის აღდგენის, კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციისა და სოციალურ–ეკონომიკური რეაბილიტაციის საკითხების განხილვა.

Back to top button