We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

რუსი დიპლომატი საქართველოს სტუმრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სპეციალური წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებში მიხეილ ბოჩარნიკოვი 13 მარტიდან საქართველოში იმყოფება.


რუსი დიპლომატი 13 მარტს უკვე შეხვდა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელს ირაკლი ალასანიას. იგი დღეს ასევე გამართავს მოლაპარაკებებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, ხოლო 15 მარტს სოხუმში გაემგზავრება.  

Back to top button